,,თანამედროვე მენეჯმენტი: პრობლემები, კვლევები, ჰიპოთეზები“
2015 წლის 24-25 ივნისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა პირველი საერთაშორისო პრაქტიკული კონფერენცია სახელწოდებით ,,თანამედროვე მენეჯმენტი: პრობლემები, კვლევები, ჰიპოთეზები“. კონფერენციაში, ქართველ მეცნიერებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, უკრაინის, თურქეთის, სლვაკეთის, პოლონეთის ინდოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო საზოგადოებების წარმომადგენლებმა. კონფერენციის მუშაობა ოთხი ძირითადი მიმართულებით წარიმართა: სტრატეგიული და კორპორაციული მართვა (სექცია 1), ინოვაციური ტექნოლოგიები ლოჯისტიკაში, თანამედროვე ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის ფორმირება და ტრანსპორტის განვიტარების საკითხები (სექცია 2), ინფორმაციული ტექნოლოგიები ლოჯისტიკასა და მართვაში (სექცია 3), ცოდნის მენეჯმენტი (სექცია 4).
