თანამშრომლობა უცხოურ უნივერსიტეტებთან

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა, მონტენეგროს უნივერსიტეტის საზღვაო ფაკულტეტის დეკანს სპირო ივოსევიჩს, ასევე ზადარის უნივერსიტეტის საზღვაოსნო მეცნიერებების დეპარტამენტის უფროსს, კაპიტან ტონი ბილიკს უმასპინძლა.
ვიზიტისფარგლებში მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტისსტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს შესაძლებლობაექნებათმონაწილეობამიიღონმონტენეგროს უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამებში.
ზადარის უნივერსიტეტის წარმომადგენელთან შეხვედრაზე კი
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს პროექტების ერთობლივად განხორციელების აუცილებლობაზე, რაც მიზნად ისახავს უნივერსიტეტებს შორის სტუდენტთა და აკადემიური /ადმინისტრაციული პერსონალის მობილობასა და თანამშრომლობას ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის (International Credit Mobility – ICM) პროგრამის ფარგლებში.
