ჩერნიგოვის ნაციონალური ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი ბნსუ-ში
10 თებერვალი 2022
2022 წლის 7-10 თებერვალს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ჩერნიგოვის ნაციონალური ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი, საზოგადოებრივი ორგანიზაციის „საერთაშორისო სამეცნიერო საგანმანათლებლო პლატფორმა-UPDATE“ ვიცე-პრეზიდენტი ქალბატონი ოლგა რუდენკო.
ვიზიტის ფარგლებში, ოლგა რუდენკომ და ბნსუ-ს კანცლერმა ლალი ხვედელიძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტსა და „საერთაშორისო სამეცნიერო საგანმანათლებლო პლატფორმა-UPDATE“ შორის და ისაუბრეს იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც სთავაზობს მხარეებს აქტიური თანამშრომლობა.
შედგა პროფესორ რუდენკოს სამუშაო შეხვედრა ბნსუ-ს ლოგისტიკისა და საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტების დეკანებთან და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან.
ქალბატონი ოლგა, აგრეთვე, დაესწრო ლოგისტიკის ფაკულტეტზე ახალი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობას, როგორც ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.
