Tokyo University of Marine Science and Technology-ის პროფესორის ვიზიტი ბნუ-ში
2025 წლის 13 დეკემბერს, ბნუ-ს ეწვია „Tokyo University of Marine Science and Technology“-ის პროფესორი, ბატონი კოჯი მურაი.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ბნუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელთან, პროფესორ გიორგი გაბედავასთან. შეხვედრის დროს მხარეებმა იმსჯელეს უმაღლესი განათლებისა და საზღვაო განათლების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, მათ შორის აკადემიური გაცვლების, ერთობლივი კვლევებისა და საერთაშორისო პროექტების პერსპექტივებზე.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორ კოჯი მურაიმ დაათვალიერა უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სასწავლო ლაბორატორიები და ინფრასტრუქტურა. აღნიშნული ვიზიტი წარმოადგენს ბნუ-ს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს.
