ტრეფიკინგის საფრთხეები და პრევენცია – საინფორმაციო შეხვედრა ბნუ-ში
2026 წლის 22 ოქტომბერს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლები ესტუმრნენ და სტუდენტებისა და პროფესიული სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ დღეს მიეძღვნა. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ტრეფიკინგის არსის, მისი სხვადასხვა ფორმისა და მასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დანაშაულის პრევენციის გზებსა და საქართველოში ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის არსებულ სახელმწიფო დახმარების სერვისებს.
შეხვედრის მიზანი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, ტრეფიკინგის რისკების სწორად გააზრება და პრევენციის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება იყო.
