სიახლეები უკან

ტრეინიგი ,,გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრა შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში".

15 ოქტომბერი 2018

44057802_2365541953456378_8281278790202556416_n.jpg

2018 წლის 11 ოქტომბერს, სასტუმრო ჰილტონში, გაიმართა ტრეინიგი ,,გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრა შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში". ტრეინინგი ორგანიზებული იყო საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საქართველოში ქალთა საერთაშორისო სანაოსნო და სავაჭრო ასოციაციის (WISTA), საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და UN WOMEN-ის მიერ. ტრეინინგზე განხილულ იქნა გენდერისა და სქესის განსაზღვრის, დისკრიმინაციის სტერეოტიპებისა და ნაირსახეობების საკითხები. წარმოდგენილ იქნა პრაქტიკული სავარჯიშოები გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი პრევენციის გზებთან დაკავშირებით. ბნსუ-ს ტრეინინგზე წარმოადგნედნენ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - კანცლერი, საქართველოში ქალთა საერთაშორისო სანაოსნო და სავაჭრო ასოციაციის (WISTA) პრეზიდენტი ლალი ხვედელიძე და საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრის ხარისხის მენეჯერი, ასისტენტ-პროფესორი ეკატერინე ჩიქოვანი.