სიახლეები უკან

ტრეინინგი გენდერული ნიშნით ძალადობისა და შევიწროვების საკითხებთან დაკავშირებით

28 ნოემბერი 2018

tre_gentanasw_7.jpg

2018 წლის 26 ნოემბერს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს წარმომადგენლობის (UN Woman Georgia) მხარდაჭერით, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის თანამშრომლებისათვის გამართეს ტრეინინგი გენდერული ნიშნით ძალადობისა და შევიწროვების საკითხებთან დაკავშირებით. ტრეინინგზე განხილული იქნა ძალადობისა და შევიწროვების სახეები, ადამიანის უფლებათა უზენაესობისა და გენდერული ნიშნით ჩაგვრასთან ბრძოლის საკითხები. 
ტრეინინგი ჩატარდა მიმდინარე წლის 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Woman) სოციალურ კამპანიის - გენდერული ნიშნით ძალადობისა და შევიწროვების წინააღმდეგ 16 დღიან აქტივობის ფარგლებში. #HearmeToo
#საზღვაოტრანსპორტისსააგენტო