ტრეინინგი "კრიზისულ სიტუაციებში მართვის ფსიქოლოგია" 01.09.2020
2 სექტემბერი 2020

2020 წლის 31 აგვისტოს - 1 სექტემბერს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური /ადმინისტრაციული პერსონალისთვის ჩატარდა ტრეინინგი "კრიზისულ სიტუაციებში მართვის ფსიქოლოგია".
ტრეინინგზე ძირითადად განხილულ იქნა სასწავლო პროცესების კრიზისულ ვითარებაში ეფექტურად მართვისა და საუკეთესო ტაქტიკის შემუშავების საკითხები.
ტრეინინგი ჩაატარა კავკასიის სამართლის აკადემიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი მათიაშვილმა.
ტრეინინგის მონაწილეებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატი.
