ტრეინინგი

2018 წლის 9-10 მარტს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის (APU) მიერ ჩატარებულ ტრეინიგში ,,სწავლის შედეგები და კომპეტენციების რუქის შედგენის მეთოდოლოგია“. ტრეინიგი ჩატარდა ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში. მასში მონაწილეობდნენ სახელოვნებო და საზღვაო დარგის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები. ტრეინიგი ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი იყო როგორც სასწავლო პროგრამების შემმუშავებლებისა და განმახორცილებელებისათვის, ასევე ადმინისტრაციულ პირთათვის. ის სიტუაციური პრაქტიკული სავარჯიშოებით წარიმართა და კონსტრუქციულ, დიალოგურ რეჟიმში ჩატარდა. ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი მადლობას უხდის კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და მასპინძელ უნივერსიტეტს ნაყოფიერი სამუშაო ურთიერთობისათვის.
