„ტრენერთა ტრეინინგი (Tot) ინსტრუქტორებისთვის 21.12.2020
21 დეკემბერი 2020

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო საზღვაო საწვრთვნელი ცენტრის ინსტრუქტორებმა „ტრენერთა ტრეინინგი (TOT)“გაიარეს. ტრეინინგი IMO მოდელ კურსი 6.09-ს შესაბამისად იყო შედგენილი.

ტრეინინგი 2020 წლის 7 დეკემბერს დაიწყო და 21 დეკემბერს დასრულდა. ის ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერისტეტის, საერთაშორისო საზღვაო ლექტორთა ასოციაციისა (IMLA) და შანხაის საზღვაო უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობით გაიმართა.

ტრეინინგი საერთაშორისო საზღვაო ლექტორთა ასოციაციის (IMLA) თავმჯდომარემ Jin, YongXing-მა დახურა. მან ხაზი გაუსვა ბნსუ-ს და საერთაშორისო საზღვაო ლექტორთა ასოციაციის თანამშრომლობის მნიშვნელობას. მიულოცა ტრეინინგის დასრულება მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, ასევე, იმედი გამოთქვა სამომავლოდ მსგავსი საერთო ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ.

ტრეინინგის მონაწილლებს გადაეცათ სერტიფიკატები.