სიახლეები უკან

ტრენერთა ტრენინგი

3 ნოემბერი 2023
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, სასტუმროში „ბორჯომი პალასი“, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის სამდღიანი ტრენერთა ტრენინგი გაიმართა. ტრენინგის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდბენ პროფესიული განათლების სისტემის მიმდინარე სიახლეებს. ტრენერთა ტრენინგს ესწრებოდნენ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი, ნათია მიქელთაძე, პრაქტიკისა და დასაქმების სამსახურის ხელმძღვანელი, ნინო კორინთელი, პროფესიული მიმზადებისა და გადამზადების სკოლის სასწავლო პროცესის კოორდინატორი, თეონა სულაბერიძე და პროფესიული განათლების პედაგოგი, მარიამ ბოლქვაძე.