ტრენინგები პერსონალისთვის
2025 წლის 24–25 ნოემბერს, ბნუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ჩატარდა ორი მნიშვნელოვანი ტრენინგი: „სწავლის შედეგების შეფასების მეთოდები, გაზომვა და ანალიზი“ და „სწავლის შედეგების ვალიდურობა და გაზომვადობა საგანმანათლებლო პროგრამებში და პროგრამის კომპონენტებში“.
ტრენინგების მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებზე დაფუძნებული ცოდნის მიწოდება სწავლის შედეგების ეფექტური დაგეგმვის, შეფასების, გაზომვისა და ანალიზის შესახებ. მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული და თეორიული ცოდნა სწავლის შედეგების კორექტულად ფორმულირებისა და მათი ვალიდურობისა და გაზომვადობის უზრუნველყოფის გზებზე, რაც მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროგრამებისა და აკადემიური პროცესის ხარისხიანი მართვისთვის.
