სიახლეები უკან

ტრენინგი ადმინისტრაციული პერსონალისთვის

23 მარტი 2019

IMG_2308.JPG

„ეფექტიანი სტრუქტურათაშორისი კომუნიკაცია, ძირითადი პროცესების მართვა და გადაწყვეტილების მიღება“-  ტრენინგ-კურსს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის პერსონალი გადის.  სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები  ეცნობიან კომუნიკაციის ეფექტურ ხერხებსა და მექანიზმებს.

როგორ უნდა დარჩეს კომპანია პროდუქტიული და წარმატებული? რა შედეგი მოაქვს შიდა კომუნიკაციის არარსებობას ან ნაკლებობას? რას იწვევს მისი წყვეტა,  როგორ უნდა მოხდეს კონფლიქტისა და „თითის გაშვერის“ პრაქტიკის თავიდან არიდება? - ბნსუ-ს თანამშრომლებს საკითხები ტრენერმა ნანა ქუჩულორიამ გააცნო. მან ასევე განმარტა გადაწყვეტილების მიღების პროცესში რა ნაბიჯების განხორციელებაა ეტაპობრივად აუცილებელი.

ორდღიანი სწავლება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივითა და ბიზნესის და კონსალტინგის აკადემიის ორგანიზებით ტარდება.