სიახლეები უკან

ტრენინგი: აკადემიური წერა და პრეზენტაციის უნარების განვითარება

3 ოქტომბერი 2025

2025 წლის 3 ოქტომბერს, ბნუ-ს ასისტენტ-პროფესორმა, თათია ცეცხლაძემ, სტუდენტებისთვის ჩაატარა ტრენინგი აკადემიური წერისა და პრეზენტაციის უნარების განვითარებაზე.

ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება მაღალი ხარისხის სამეცნიერო ნაშრომების მომზადებასა და ეფექტური პრეზენტაციების ჩატარებაში.

სტუდენტებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა კვლევის დაგეგმვის, წყაროების მართვის, ციტირების სტანდარტების, აკადემიური ტექსტის სტრუქტურისა და პრეზენტაციის დიზაინის შესახებ.