ტრენინგი: გადასახადების მართვა
2025 წლის 21-24 ოქტომბერს, ბნუ-ს მოლარე-ბუღალტერმა ნატალია ბოხუამ, მონაწილეობა მიიღო ტრენინგში: „საგადასახადო კანონმდებლობა, რეგულაციები და დაგეგმვა“, რომელიც BDO Academy-ისა და აწარმოე საქართველოში ორგანიზებით ჩატარდა.
ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეთათვის გადასახადების სისტემის, ადმინისტრირების და დაგეგმვის თანამედროვე მიდგომების გაცნობა. პროგრამა მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა:
- საქართველოს საგადასახადო სისტემის სტრუქტურა და რეგულაციები;
- სავალდებულო დეკლარაციები და საგადასახადო ადმინისტრაციის წესები;
- მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის გამოთვლის პრინციპები;
- ქონების, იმპორტისა და დღგ-ის გადასახადები;
- საერთაშორისო დაბეგვრის პრინციპები და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება;
- საგადასახადო შეღავათები მეწარმეებისა და IT სექტორისთვის.
ტრენინგი წარიმართა პრაქტიკული მაგალითებითა და ჯგუფური დავალებებით, სადაც მონაწილეებმა შეისწავლეს ეფექტური საგადასახადო დაგეგმვისა და რისკების მართვის მეთოდები.
ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ბნუ მუდმივად უწყობს ხელს პერსონალის პროფესიულ განვითარებას და ფინანსურ მართვაში თანამედროვე ცოდნის გაღრმავებას.
