ტრენინგი გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ
2025 წლის 6–7 ნოემბერს, ბნუ-ს ადმინისტრაციულმა პერსონალმა მონაწილეობა მიიღო ონლაინ ტრენინგში თემაზე „ნარჩენების მართვის თანამედროვე პრაქტიკა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა“, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ექსპერტთა ბაზის წევრი (გარემოსდაცვითი განათლებისა და ცნობიერების მიმართულებით), მაია ჩუბინიძე უძღვებოდა.
მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს ნარჩენების შემცირების, გადამუშავებისა და ეკოლოგიურად პასუხისმგებელი ქცევის სტრატეგიები.
ტრენინგი ბნუ-ს ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა და მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის პერსონალის გარემოსდაცვითი კომპეტენციების გაძლიერებასა და მდგრადი განვითარების პრინციპების ხელშეწყობას.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ორენოვანი სერტიფიკატები გადაეცათ.
