სიახლეები უკან

ტრენინგი: ინტერპერსონალური უნარების განვითარება

6 მარტი 2025

2025 წლის 6 მარტს, ბნსუ-ს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე „ინტერპერსონალური უნარების განვითარება“.  

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ურთიერთობების ფსიქოლოგია, შეკითხვების დასმის ტექნიკა და მოსმენის სპეციფიკა და აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში.

ტრენინგი ბნსუ-ს ორგანიზებით ჩატარდა, რომელსაც მოწვეული ტრენერი, სტრატეგიული კომუნიკაციის ექსპერტი, მაკო ჯაოშვილი უძღვებოდა.