სიახლეები უკან

ტრენინგი: იურიდიული საფუძვლები მეწარმეებისთვის

31 ივლისი 2024

2024 წლის 23-26 ივლისს, ბნსუ-ს იურისტი, ნინო გობაძე, ესწრებოდა ტრენინგს „იურიდიული საფუძვლები მეწარმეებისთვის“.

ტრენინგი მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა: სერტიფიცირება და ლიცენზირება, შრომის კანონმდებლობა, შრომითი დისკრიმინაცია და შრომის უსაფრთხოება, კომერციული სუბიექტების სამართლებრივი ფორმები და მათი მახასიათებლები სხვადასხვა ტიპის ბიზნესისათვის, კომპანიის წინაშე არსებული სამართლებრივი და საოპერაციო ძირითადი რისკები, სასამართლო პროცესი და დავის გადაჭრის ალტერნატიული მექანიზმები.

ტრენინგი აწარმოე საქართველოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით BDO აკადემიამ ჩაატარა.