ტრენინგი ხარისხის შიდა აუდიტთან დაკავშირებით

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრონლებმა მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტების ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა. ,,ხარისხის შიდა აუდიტი ISO9001:2015; ISO19011:2011". - სემინარი ამ სახელწოდებით 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლება როგორც აღნიშნული სტანდარტების განხილვა-შესწავლის პროცესს, ისე აუდირების ძირითადი წესების შესწავლას, პრაქტიკულ დავალებებსა და სავარჯიშოებს, შემაჯამებელ სესიასა და დასკვნით გამოცდას მოიცავდა.
აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატაში ჩატარებულ ტრენინგს საზღვაო უნივერსიტეტების, საკრუინგო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ეწრებოდნენ. ამ მიმართულებით ცოდნა გაიღრმავეს ბნსუ-ს რექტორის მრჩეველმა ხარისხის დარგში თამარ გვიანიშვილმა, ბნსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ნათია მიქელთაძემ და ბნსუ-ს პროფესიული დეპარტამენტის ხარისხის კოორდინატორმა მზევინარ ძირკვაძემ.
