ტრენინგი: პროფესიული განათლების ავტორიზაციის სტანდარტები
9 აგვისტო 2024
2024 წლის 7 აგვისტოს, ბნსუ-მ პროფესიული განათლების ავტორიზაციის სტანდარტებთან დაკავშირებით ტრენინგს უმასპინძლა, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარდა.
შეხვედრას, ბნსუ-ს პროფესიული განათლების დეპარტამენტთან ერთად, დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
