ტრენინგი რეესტრის წარმოების შესახებ
30 დეკემბერი 2011
22-24 დეკემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის რეესტრის წარმოების შესახებ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ბნსუ-ს სტუდენტთა რეგისტრაციის, შეფასებისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ე. მსხალაძემ. 30 დეკემბერს ბნსუ-ში შედგა სამუშაო შეხვედრა რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებით.
