სიახლეები უკან

ტრენინგი საჯარო გამოსვლის და კომუნიკაციის ფსიქოლოგიის შესახებ

9 ნოემბერი 2019

 

 axlisurat12920.jpg

„საჯარო გამოსვლა და კომუნიკაციის ფსიქოლოგია“- ტრენინგი ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსტეტში ჩატარდა. ერთ დღიან სწავლებაში მონაწილეობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლებმა და სტუდენტებმა მიიღეს.

სემინარს კავკასიის სამართლის აკადემიის გენერალური დირექტორი გიორგი მათიაშვილი გაუძღვა, ასისტენტი კი ლევან შარვაშიძე იყო. 

ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

1. საჯარო გამოსვლის სპეციფიკა

2. სხეულის ენა და ჟესტიკულაცია

4. პრეზენტაბელურობა

სემინარზე განიხილეს, თუ როგორ უნდა დამყარდეს ეფექტური კომუნიკაცია საზოგადოებასთან, როგორ უნდა ამოვიცნოთ მატყუარა ასევე  როგორია გულწრფელი და ყალბი ემოციები.

ტრენინგზე ითქვა, რომ წარმატებული საჯარო გამოსვლისთვის მომზადებაა აუციელებელი.

პოლ ეკმანი იყო ამერიკელი ფსიქოლოგი, რომელმაც პირვე;მა დაიწყო ემოციებსა და მათი სახის გამომეტყველებებთან კავშირის შესწავლა.

ტრენიგის დასკვნით ნაწილში კი აჩვენეს ვიდეო-რგოლი. სამინარის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცა.