სიახლეები უკან

ტრენინგი: საგრანტო წინადადებების შემუშავება და ფონდების მოძიება

31 მაისი 2025

2025 წლის 28-30 მაისს, ბნსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და სტუდენტური სერვისების სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ტრენინგში "საგრანტო წინადადებების შემუშავებისა და ფონდების მოძიების".

ტრენინგის ძირითადი ნაწილი მიეძღვნა ერაზმუს+ პროგრამებსა და მათ ფარგლებში საგრანტო განაცხადების მომზადების პროცესს.

ცოდნისა და უნარების განვითარება ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბნსუ-ს პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებისთვის, რაც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის საერთაშორისო აღიარებას და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მეტი ინტეგრაციას.