ტრენინგი: სამაგისტრო ნაშრომის კვლევითი კომპონენტის გაუმჯობესება
2025 წლის 10 მაისს, ბნსუ-ში აკადემიური პერსონალისთვის, მოწვეული სპეციალისტებისა და მაგისტრანტებისთვის დაიგეგმა და განხორციელდა ტრენინგი თემაზე „სამაგისტრო ნაშრომების მომზადების პროცესში კვლევითი კომპონენტების გაუმჯობესების მექანიზმები“.
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მაგისტრანტებისთვის იმ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომლებიც უზრუნველყოფს სამაგისტრო ნაშრომების კვლევითი კომპონენტის ხარისხის გაუმჯობესებას. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო სამეცნიერო კვლევის მეთოდოლოგიის ეფექტიანი გამოყენების საკითხები და აკადემიური წერის თანამედროვე მოთხოვნები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კვლევითი პრობლემის ფორმულირებას, კვლევის დიზაინის დაგეგმვასა და შედეგების ანალიზს. ტრენინგმა ხელი შეუწყო აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ერთობლივი მუშაობის გაძლიერებას სამაგისტრო ნაშრომების ხარისხის ამაღლების მიმართულებით.
აღნიშნული აქტივობა წარმოადგენს ბნუ-ს კვლევითი საქმიანობის განვითარების სისტემური პოლიტიკის ნაწილს.
