სიახლეები უკან

ტრენინგის ციკლი: სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის კვლევითი უნარების განვითარება

17 აპრილი 2025

2025 წლის 17 აპრილს, ბნსუ-ში განხორციელდა ტრენინგების ციკლი სახელწოდებით „სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის კვლევითი უნარების განვითარება“, რომელიც მიზნად ისახავდა ლოგისტიკის მიმართულებით მაგისტრანტების კვლევითი კომპეტენციების გაძლიერებას.

ტრენინგების ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ ლოგისტიკის სფეროში კვლევის მეთოდოლოგიის ძირითად პრინციპებსა და თანამედროვე მიდგომებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დარგობრივი სამეცნიერო ლიტერატურის მოძიებისა და კრიტიკული ანალიზის უნარების განვითარებას. მონაწილეებმა ასევე შეისწავლეს ლოგისტიკისთვის რელევანტური მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის მეთოდები. ტრენინგების ფარგლებში განხილული იქნა ლოგისტიკის აქტუალურ საკითხებზე კვლევითი პროექტების დაგეგმვის პრაქტიკული ასპექტები.

აღნიშნული ტრენინგები ხელს უწყობს მაგისტრანტების კვლევითი პოტენციალის გაძლიერებას და მათი აქტიური ჩართულობის ზრდას სამეცნიერო საქმიანობაში.