სიახლეები უკან

ტრენინგი სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებზე

8 იანვარი 2018

2017 წლის 28-29 დეკემბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ჩატარდა მიხაილ ბალუდიანსკის სამეცნიერო აკადემიური საზოგადოების (სლოვაკეთი) და ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (საქართველო) მიერ ორაგნიზებული ტრენინგი თემაზე „ თანამედროვე მეთოდები და ინოვაციური ტექნოლოგიები უმაღლეს განათლებაში: ევროპული გამოცდილება და არსებული ტენდენციები“. ტრეინიგი მიზნად ისახავდა სწავლა-სწავლების და კვლევების ინოვაციური მეთოდების გამოყენების თანამედროვე ხერხების გაცნობასა და გამოცდილების გაზიარებას. მონაწილეებმა განიხილეს ეფექტური პრაქტიკის, განათლებისა და მეცნიერების აქტუალური პრობლემები, შესაბამისი მარეგულირებელი და სამართლებრივი დოკუმენტები. ტრენინგის ფარგლებში გაეცნენ სწავლების თანამედროვე მეთოდებს.