წარმატებულ სტუდენტთა დაჯილდოვების ცერემონია ბნსუ-ში 3.07.2020

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში საზღვაო სასწავლებლების წარმატებული სტუდენტების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. ღობისძიება ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა პარმენ ხვედელიძემ გახსნა.
შეკრებილებს სიტყვით მიმართა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა . მან მეზღვაურის პროფესიის მნიშვნელობაზე, საზღვაო სასწავლებლების როლსა და პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის გზებზე ისაუბრა.
ღონისძიებას ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის, ბუსსს „ანრის“ , ასევე საკრუინგო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე, ჯამში 11 ახალგაზრდას, 2020 -2021 საწავლო წლის საფასური სრულად დაუფინანსდა, აქედან 5-სთვის თანხები საკრუინგო კომპანიებმა გამოყო.
აღნიშნული კომპანიებია:
"INTERNATIONAL MERITEME GROUP"
"მარინერი"
"ევროსტარ მარინერი"
"ელვიქტორ ქრიუ მენეჯმენტ სერვისი"
"გლობალ მარინი"
"კოლუმბია შიფმენეჯმენტი"
ბნსუ-ს 2 სტუდენტს, ლუკა მგალობშვილსა და ბექა მახარაძეს დაუფინანსდა სწავლა ერთი წლის განმავლობაში. ლევან იასამნიძე კი ბნსუ-ს მენეჯმენტმა სწავლის საფასურის გადასახადისგან გაათავისუფლა.
წარმატებულ სტუდენტთა დაჯილდოვების ცერემონია მეზღვაურთა დღეს მიეძღვნა.
25 ივნისს მეზღვაურთა დღე 2011 წლიდან აღინიშნება. წელს ღოისძიებების სლოგანი: „მეზღვაური- საკვანძო პროფესიაა“.

