სიახლეები უკან

წარმომადგენლობითი საბჭოს გაფართოებული სხდომა

26 იანვარი 2018
  1.JPG   2018 წლის 25 იანვარს გაიმართა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გაფართოებული სხდომა, რომელზედაც განხილული და დამტკიცებული იქნა ბნსუ-ს 2017 წლის ანგარიში ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ანალიზის ჩატარების შესახებ. ანალიზი მოიცავდა გარე და შიდა აუდიტების, ასევე ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ ჩატარებული მონიტორინგების შედეგებს, დაწესებულების განვითარების ერთწლიანი გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების შესახებ ინფორმაციას, დათვლადი მაჩვენებლების ანალიზს. საბჭომ მოისმინა და მოიწონა ბნსუ-ს ხარისხის სისტემის მენეჯერის ოთარ ცინცაძისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ნათია მიქელთაძის შესაბამისი მოხსენებები. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები ძალზე მნიშვნელოვანია ხელახალი აკრედიტაციისა და ავტორიზაციისათვის მზადების პროცესის სრულყოფისა  და ბნსუ-ს შემდგომი განვითარებისათვის.