წიგნის კითხვის დღე
2 თებერვალი 2022
2022 წლის 2 თებერვალს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით წიგნის კითხვის დღესთან დაკავშირებით გაიმართა საღამო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბნსუ-ს პერსონალმა და სტუდენტებმა.
საღამოზე მონაწილეებმა თავიანთი საყვარელი ნაწარმოებებიდან ამონარიდები წაიკითხეს და ისაუბრეს წიგნის მნიშვნელობაზე.
