სიახლეები უკან

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

2 თებერვალი 2023

2023  წლის 2 თებერვალს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში აღინიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე.

 საგანმანათლებლო დაწესესებულების პროფესორებმა და ლექტორ-მასწავლებლებმა სტუდენტებთან ერთად, წაიკითხეს ამონარიდები საყვარელი წიგნებიდან.

ღონისძიება ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ დაიგეგმა და მიზანს წარმოადგენდა წიგნის კითხვის პოპულარიზაცია.

 წელს საქართველო წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს უკვე მერვედ აღნიშნავს.

“იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“- ამ სლოგანის ირგვლივ ყოველწლიურად, მსოფლიოს 100 ქვეყნიდან, 31 მილიონამდე ადამიანი ერთიანდება.