წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე ბნსუ-ში
2025 წლის 3 თებერვალს, ბნსუ-ში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებსა და პროფესიულ სტუდენტებს შეხვდა წიგნის კლუბის დამაარსებელი, მარი კორინთელი, რომელმაც ლიტერატურის მნიშვნელობაზე, მის გავლენასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრის დროს ასევე აღინიშნა, რომ კითხვა არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავებისა და სამყაროს შეცნობის საშუალებაა, არამედ პიროვნული განვითარების, კრიტიკული აზროვნებისა და ემოციური ინტელექტის ფორმირების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტიც.
„თქვენს ასაკში, როცა ბევრი კითხვა გაქვთ და ყველაზე პასუხი ჯერ არ გეცოდინებათ, მე გირჩევთ რომ იკითხოთ განურჩევლად ყველაფერი, რადგან სწორედ ეს ‘განურჩეველი’ კითხვა გასწავლით, როგორ ამოარჩიოთ და შეაფასოთ კარგი ლიტერატურა“ - ურჩია ქალბატონმა მარიმ დამსწრეებს.
ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია და სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა დაესვათ კითხვები და საკუთარი მოსაზრებებიც გაეზიარებინათ.
