წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია. 24.04.2020
25 აპრილი 2020

2020 წლის 24 აპრილს ბნსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ჩაატარა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია.
პროფესორმა ნათია მიქელთაძემ ისაუბრა თემაზე ,,საავტორო უფლებების დაცვის სამართლებრივი და მორალური ასპექტები“.
ლექციაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
▪️ტერმინოლოგიის ისტორია;
▪️საავტორო უფლებებისათვის ბრძოლის ისტორია;
▪️პლაგიტი და პლაგიატორები;
▪️საავტორო უფლებების დაცვის იურიდიული პრაქტიკა სხვა ქვეყნებში და საქართველოში;
▪️მორალური პასუხისმგებლობა და აკადემიური კეთილსინდისიერება.

