სიახლეები უკან

„წყალი სიცოცხლეა“- საგანმანათლებლო კვირეული ბნსუ-ში

26 მარტი 2019

 

2.jpg

საგანმანათლებლო კვირეული ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში. 22-28 მარტის ჩათვლით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში რამდენიმე ღონისძიება დაიგეგმა.

"წყალი სიცოცხლეა" - კვირეულის ფარგლებში სტუდენტებს საბუნებისმეტყველო და მათემატიკურ მეცნიერებათა კათედრის ლექტორ-მასწავლებლებმა წარუდგინეს პრეზენტაცია. მასში დეტალურად იყო აღწერილი წყლის სასიცოცხლო მნიშვნელობასა და მისი ანომალიების შესახებ. საუბარი იყო მის უნიკალურ თვისებებსა და ქიმიურ სტრუქტურაზე.

კვირეულის ფარგლებში სტუდენტებს ჩაუტარდათ გასვლითი გაკვეთილი კომპანია „ბათუმის წყალში“, სადაც ქიმიურ-ბაქტერეოლოგიურ ლაბორატორიაში გაეცნენ სასმელი წყლის დაცვის და ასევე მისი გასუფთავების ღონისძიების მექანიზმებს.

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე 22 მარტს აღინიშნება. ამ ეტაპზე საქართველოში წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალ კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს , რაც ევროკავშირის წყლის კანონმდებლობასთან ჰარმონიზებას ითვალისწინებს.