თვითმმართველობას ახალი თავმჯდომარე ჰყავს
18 აპრილი 2019
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში თვითმმართველობის თავმჯდომარე აირჩიეს. ორგანოს ენრიკე ინწკირველი უხელმძღვანელებს, მოადგილე კი ლევან იასამნიძე იქნება.
თავმჯდომარე 18 აპრილს ახლადარჩეულმა სტუდენტურმა თვითმმართველობამ გამოავლინა. თვითმმართველობის ახალი შემადგენლობა კი 17 აპრილს დაკომპლექტდა, სტუდენტებმა არჩევანი 18 კანდიდატს შორის გააკეთეს.
სტუდენტური თვითმმართველობა ბნსუ-ში 10 წლის შეიქმნა. ორგანო მიზნად სტუდენტების უფლებების დაცვას, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობას ისახავს.
