სიახლეები უკან

უილიამ შექსპირის პოეზიის საღამო

25 აპრილი 2023

2023 წლის 25 აპრილს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა უილიამ შექსპირის პოეზიის საღამო.

ღონისძიებაზე საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებმა, ასევე სტუდენტებმა შექსპირის ბიოგრაფია და შემოქმედება მიმოიხილეს, წაიკითხეს ცნობილი ინგლისელი დრამატურგისა და პოეტის შემოქმედებიდან ლექსები და სონეტები.  

იულიამ შექსპირის პოეზიისადმი მიძღვნილი საღამოს დასრულების შემდეგ, რამოდენიმე სტუდენტს საჩუქრად გადაეცა წიგნები.

საღამო ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მიერ იყო ორგანიზებული.