სიახლეები უკან

დრამატული თეატრისა და სასწავლებლების თანამშრომლობა

26 თებერვალი 2024
2024 წლის 23 თებერვალს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა, ბათუმის დრამატულ თეატრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტიდან ხელი მოაწერა უნივერსიტეტის რექტორის პირველმა მოადგილემ, გელა გვარიშვილმა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ასევე: ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტმა; ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს, თეატრის და უნივერსიტეტების გუნდური შემოქმედებითი ურთიერთობის დამყარება. მხარეები ხელს შეუწყობენ ურთიერთობის განმტკიცებას და თანამშრომლობას თეატრალური ხელოვნების და განათლების განვითარების სფეროში რამდენიმე მიმართულებით:
  • შემოქმედებითი საქმიანობისათვის აუცილებელი მატერიალურ–ტექნიკური რესურსების ეფექტურად გამოყენება;
  • ერთობლივი შემოქმედებითი და კულტურის განვითარების პროგრამების მომზადება და განხორციელება;
  • დაგეგმილი რეპერტუარის ფარგლებში გათვალისწინებულ სპექტაკლებზე მაყურებელთა მაქსიმალურ მოზიდვა და დასწრება;
  • სტუდენტებისთვის ბილეთზე სპეციალური ფასდაკლება, არასაპრემიერო ჩვენებებზე 50% და სხვა.
მემორანდუმის გაფორმებამდე ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები დაესწრნენ სპეკტაკლს: "1902 წელს ბათომში".

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი 

მემორანდუმი თეატრთან