სიახლეები უკან

ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმი ბათუმის საზღვაო პორტთან

27 ნოემბერი 2025

2025 წლის 26 ნოემბერს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტსა (ბნუ) და შპს „ბათუმის საზღვაო პორტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის საფუძველზე, ბნუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პროფესიული სტუდენტები პრაქტიკას ბათუმის საზღვაო პორტის მცურავ ერთეულებზე გაივლიან, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ პროფესიულ ზრდასა და უნარების განვითარებას.

გარდა ამისა, დღეს, ბნუ-ს სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ დაეთვალიერებინათ ბათუმის საზღვაო პორტის მუზეუმი და მისი საგამოფენო სივრცე.