სიახლეები უკან

ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება (ბნსუ-NAU)

13 დეკემბერი 2018

urt_memorandum19_3.jpg

2018 წლის 10 დეკემბერს უკრაინაში, ქ. კიევში, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტსა და ავიაციის ეროვნულ უნივერსიტეტს შორის (უკრაინა). ხელშეკრულება გულისხმობს ორი საგანმანათლებლო სუბიექტის ღრმა და აქტიურ თანამშრომლობას სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების სხვადასხვა სფეროში, ასევე განათლებასა და სამეცნიერო საქმიანობაში. 
მხარეები შეთანხმდნენ: ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებაზე, რომელშიც ჩართულნი იქნებიან ორივე მხარისროგორც ლექტორ-მასწავლებლები, ასევე სტუდენტები; სტუდენტთა და პედაგოგთა გაცვლითი პროგრამების განხორციელებაზე; საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების შექმნის პროცესში ურთიერთდახმარებაზე ყველა არსებული რესურსის გამოყენების გზით; ერთობლივი კონფერენციების, სემინარების, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სიმპოზიუმების მოწყობაზე; ხელშეკრულების სუბიექტთა მიერ წიგნადი ფონდების შეუზღუდავ გამოყენებაზე; საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტების აქტიურ გაცვლაზე; დისტანციური სწავლების პროექტის შემუშავებაზე; სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან კონტაქტების დამყარების ხელშწყობაზე.
ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე ბნსუ-ს წარმოდგენდა ლოგისტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან გოლეთიანი.