სიახლეები უკან

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გემ ,,ახტიართან“

19 მაისი 2021

188305935_4613413538669197_8747650575887665477_n.jpg

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გემ ,,ახტიართან“, რომელიც ითვალისწინებს ბნსუ-ს საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტთა პრაქტიკით უზრუნველყოფას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ბნსუ-ს კანცლერმა, ქალბატონმა ლალი ხვედელიძემ და გემ ,,ახტიარის“ მფლობელმა, ბატონმა თემურ ბერიძემ. მემორანდუმის ფარგლებში, ,,ახტიარი“ უზრუნველყოფს ბნსუ-ს სტუდენთა მიერ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკის გავლას.