ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ასოციაცია WISTA Georgia-სა და ბათუმის ბულვარს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი საზოგადოებაში ცნობიერების კიდევ უფრო ამაღლებას ისახავს მიზნად.
მემორანდუმი ითვალისწინებს EMBLAS PLUS-ის მხარდაჭერით და ევროკავშირის დაფინანსებით საზღვაო ნარჩენების მართვის პროექტის განხორციელებას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ასოციაცია WISTA Georgia-ს პრეზიდენტმა ლალი ხვედელიძემ და ბათუმის ბულვარის დირექტორმა ირაკლი ჯინჭარაძემ.
საქართველო წარმოადგენს შავი ზღვის ერთ-ერთ სანაპირო ქვეყანას, შესაბამისად მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების პროცესის ხელშეწყობა საზღვაო ნარჩენებთან დაკავშირებით.
საზღვაო ნარჩენების მართვის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე აქტივობა, მათ შორის ბათუმის, ქობულეთის და ფოთის სანაპირო ზოლების ნარჩენებისგან გაწმენდა; ასევე, ჩატარდება საგანმანათლებლო ლექციები/სემინარები საშუალო სკოლებსა და უნივერსიტეტებში თემაზე „საზღვაო ნარჩენების მართვა საქართველოში“.
WISTA Georgia ქალთა საერთაშორისო სანაოსნო და სავაჭრო ასოციაციაა.

