ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასა და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი დაწესებულებების ხელმძღვანელმა პირებმა, ბნსუ-ს რექტორმა პარმენ ხვედელიძემ და საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ინგა გოგიბერიძემ 19 ნოემბერს მოაწერეს.
მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შემუშავებას, გამოფენების, ლექცია სემინარების ჩატარებას, კონფერენციებისა და დისკუსიების ორგანიზებას, გასართობი და შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებების დაგეგმვას, კულტურული შეხვედრებისა და ლიტერატურული საღამოების განხორციელებას, ასევე წიგნადი ფონდებით სარგებლობის ხელმისაწვდომობას.
