ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
25 იანვარი 2024
2024 წლის 25 იანვარს, ბნსუ-სა და კომპანია ,,ნაპა ფროჯექთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს დაწესებულებების ხელმძღვანელმა პირებმა, ბნსუ-ს კანცლერმა, ლალი ხვედელიძემ და “ნაპა პროჯექთის” აღმასრულებელმა დირექტორმა, კონსტანტინს ქარზინმა.
მემორანდუმის მიზანია, საგანმანათლებლო და საზღვაო ინდუსტრიების რეკრუტირებისა და ტრენინგის სფეროში წამყვან კომპანიას შორის ურთიერთობის გამყარება და განვითარება. მომავალი თანამშრომლობა გულისხმობს უნივერსიტეტის სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და ბნსუ-ს პროფესიული დაპარტამენტის კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობას, მათ გადამზადებასა და დასაქმებას.
