ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
5 თებერვალი 2018

მიმდინარე წლის 2 თებერვალს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტსა და საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშროლობის მემორანდუმი. მხარეები ითანმშრომლებენ უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების ძირითადი პრინციპების, სწავლებისა და შემოქმედების ინტეგრირების, ერთობლივი საგანმანათლებლო და სხვა პროექტების განხორციელების მიმართულებით.
