სიახლეები უკან

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება

22 თებერვალი 2024
2024 წლის 22 თებერვალს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი დაწესებულებების ხელმძღვანელმა პირებმა, ბნსუ-ს რექტორმა, პროფესორმა პარმენ ხვედელიძემ და საზღვაო სააგენტო ”Briese Crewing Georgia” -ს დირექტორმა, მაქსიმ ნესტრმა მოაწერეს. მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორიე ურთიერთობის გამყარება და განვითარება.

მომავალი თანამშრომლობა გულისხმობს უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა შერჩევას, დაკომპლექტებასა და დასაქმებას გემზე.