სიახლეები უკან

ვაკანსია

16 ოქტომბერი 2018

 

Jobs-Graphic.jpg

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე. 
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
• უმაღლესი განათლება (სასურველია - საზოგადოებრივი ურთიერთობების/ ჰუმანიტარული, სოციალური მეცნიერების/ჟურნალისტიკის მიმართულებაში); 
• ანალოგიური ფუნქციების მქონე სამსახურში მუშაობის/ანალოგიური მოვალეობის შესრულების არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება;
• ინგლისური ენის ფლობა არანაკლებ B2 დონეზე. 
საბუთების მიღება იწარმოებს 18 ოქტომბრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, მისამართზე: ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი, თამარ მეფის გამზირი N38, I სართული, კანცელარია. 
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
1. განცხადება (ივსება ადგილზე);
2. CV;
3. უმაღლესი განათლების დამადსტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
4. ცნობა სამუშაო გამოცდილების შესახებ;
5. ფოტოსურათი (CD). 
გასაუბრება კანდიდატებთან, რომელთა საბუთებიც შეესაბამება წაყენებულ მოთხოვნებს, ჩატარდება 19-20 ნოემბერს.