სიახლეები უკან

ვებინარი: Developing Soft Skills in Mariners

24 იანვარი 2025

2025 წლის 23 იანვარს, ბნსუ-ს აკადემიური და მოწვეული პერსონალი დაესწრო ვებინარს "Developing Soft Skills in Mariners", რომელიც The Nautical Institute-ის მიერ იყო ორგანიზებული.

ვებინარზე ექსპერტთა პანელმა განიხილა რბილი უნარ-ჩვევების მნიშვნელოვანი როლი თანამედროვე საზღვაო ინდუსტრიაში. ხაზი გაესვა იმას, რომ საზღვაო სფერო ადამიანებზე ორიენტირებული ინდუსტრიაა, სადაც რბილი უნარები გუნდების ეფექტური თანამშრომლობისთვის არსებით ფაქტორს წარმოადგენს. ეკიპაჟის წევრების ურთიერთობა, მენეჯმენტის ხარისხი და ლიდერობის სტილი გემის უსაფრთხო და ეფექტურ ოპერირებას განსაზღვრავს. ეს უნარები ასევე გავლენას ახდენს ეკიპაჟის წევრების გადაწყვეტილებაზე - გააგრძელონ მუშაობა ან დატოვონ სამსახური.

ვებინარზე განხილულ იქნა ფორმალური ტრენინგ პროგრამების მიღმა, ყოველდღიურ სიტუაციებში რბილი უნარების განვითარების მეთოდები, რაც ხელს უწყობს ზღვაზე უსაფრთხოების, კმაყოფილებისა და კეთილდღეობის მაღალი დონის შენარჩუნებას.