ვებინარი: ERASMUS+ შესაძლებლობები პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის
2026 წლის 26 მარტს, Erasmus+-ის ეროვნული ოფისის საქართველოში ორგანიზებით ჩატარდა ვებინარების სერია, რომელიც მიზნად ისახავდა პროფესიული განათლებისა და ტრენინგების (VET) სექტორში მომუშავე ორგანიზაციების ინფორმირებასა და მხარდაჭერას. ვებინარებს ესწრებოდა ბნუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი გაბედავა.
ვებინარები განსაკუთრებით საინტერესო იყო იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც გეგმავენ Erasmus+ პროგრამაში ჩართვას და განაცხადის მომზადებას.
ვებინარების თემატიკა იყო: ახალბედა VET ორგანიზაციების მხარდაჭერა – Erasmus+ პროგრამის არსი, მიზნები და პრიორიტეტები; პარტნიორი ორგანიზაციების მოძიება და რესურსების გამოყენება – საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისა და პროგრამის შესაძლებლობების ეფექტიანი გამოყენების გზები.
