სიახლეები უკან

ვებინარი „Psychological Safety at Sea“

16 მაისი 2024
15 მაისს, ბნსუ-ს აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა, the Nautical Institute-ის ონლაინ ვებინარში „Psychological Safety at Sea“ მიიღეს მონაწილეობა.   საზღვაო სფეროში დასაქმებული ქალების მუშაობა საკმაოდ განსხვავებული და გამოწვევებით სავსეა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მათი მამაკაცი კოლეგების მსგავს საქმიანობას, იდენტურ სამუშაო გარემოში ახორციელებენ. ვებინარი სწორედ ამ საკითხს მიეძღვნა.   სპიკერებმა მონაწილეებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს და ხაზი გაუსვეს ფსიქოლოგიურად უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას, ღია დისკუსიების/ტრენინგების მნიშვნელობას და ქალებისთვის საჭირო რესურსების უზრუნველყოფას მათი ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და კარიერული წინსვლის ხელშესაწყობად.   საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) საზღვაო სფეროში დასაქმებულ ქალთა საერთაშორისო დღეს ყოველი წლის 18 მაისს აღნიშნავს. ვებინარი ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა.