სიახლეები უკან

ვებინარი: Shiphandling: Art, Science, Mindset

31 მარტი 2025

2025 წლის 28 მარტს, ბნსუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის „საზღვაო ნავიგაცია“ განმახორციელებლები დაესწრნენ the Nautical Institute-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ვებინარს თემაზე „გემთწამყვანობის ხელოვნება: მაღალი რისკის პირობებში მართვის უნარ-ჩვევები" (Shiphandling: Art, Science, Mindset).

ვებინარის ფარგლებში განხილული იყო გემთწამყვანობის კრიტიკული ასპექტები, რომლებიც სცილდება მხოლოდ ტექნიკურ ცოდნას და მოიცავს უნარებს, ინტუიციას და მაღალი წნეხის პირობებში გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობებს.

ბნსუ-ს წარმომადგენლების ვებინარში მონაწილეობა ხაზს უსვამს დაწესებულების მიზანს, მუდმივად აიმაღლოს სწავლების ხარისხი და საზღვაო განათლების პროგრამები შესაბამისობაში იყოს საერთაშორიშო სტანდარტებთან.