ვიზიტი აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში

,,საზღვაო ტრანსპორტის პრობლემები“- საერთაშორისო კონფერენციას ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი პარმენ ხვედელიძე და კანცლერი ლალი ხვედელიძე დაესწრნენ.
განიხილეს დარგის აქტუალური საკითხები, გლობალიზაციის პირობებში წამოჭრილი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.
ღონისძიება 2-3 მაისს გაიმართა და აზერბაიჯანის ნაციონალური ლიდერის ჰეიდარ ალიევის იუბილეს მიეძღვნა. მასში მონაწილეობა საზღვაო განათლებისა და ინდუსტრიის 10-მდე ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს.
შედგა სამუშაო შეხვედრა ბნსუ-სა და ასსა-ის რექტორებს შორის. მხარეებმა 2017 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. დაიგეგმა უნივერსიტეტებს შორის სტუდენტთა და ლექტორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამის შემუშავება და ამოქმედება 2019-20 სასწავლო წლიდან.

